ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"

ხალხთა შორის ურთიერთობები, კონფლიქტების მოგვარების სამსახურში.

ასოციაციის დაფინანსებით დაინტერესებული პოტენციური დონორების და ადამიანების საყურადღებოდ

ასოციაციის დაფინანსებით დაინტერესებული პოტენციური დონორების და ადამიანების საყურადღებოდ:
დაფინანსება და შემოწირულობა ძირითადად მოხმარდება ქვეყანაში უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევის მიზნით შექმნილ პროექტებს. ამსკ აქტიურად მუშაობს ქუთაისის ბიზნეს ინკუბატორის გასამართად. დაფინანსების ძირითადი ნაწილი მოხმარდება დევნილებისა და მოსახლეობის სხვა მოწყვლადი ნაწილის დასაქმებას, მათთვის ტრენინგებისა და პროფესიონალური კონსულტაციების ჩატარებას, სტაჟირების ორგანიზაციას, ფინანსები დაიხარჯება ბიზნესინკუბატორის ფარგლებში სოციალური მეწარმოების წარმატებული მაგალითების შექმნას. უკვე ფუნქციობს 1 ჩაის დამფასოებელი სოციალური საწარმო „თერნალი+“ გარდა ამისა, ფინანსები მიმართული იქნება კონფლიქტების ტრანსფორმაციის ხელშემწყობ პროექტების გასაგრძელებლად. ამჟამად წარმატებულად მიმდინარეობს აფხაზი და ოსი ავადმყოფების ჰუმანიტარული სამედიცინო დახმარების პროექტი, რომელიც ნდობის ამაღლებაზე და დაახლოებაზე დიდ გავლენას ახდენს. დაფინანსებას ელოდება საქმიან პარტნიორობაზე ორიენტირებული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური მცირე ბიუჯეტიანი პროექტები.
წაკითხული 9589 ჯერ