Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
Friday, 08 August 2014 06:08

"ქართული და აფხაზური თემები -მცენარეთა დაცვის, სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის" ინფორმაციული შეხვედრა.

27 ივნისს, სოფ. განმუხურში (ზუგდიდის რ-ნი, სამეგრელო) ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების   პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM 2-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის- "ქართული და აფხაზური თემები -მცენარეთა დაცვის, სუფთა  და ჯანსაღი გარემოსათვის" ინფორმაციული შეხვედრა.

 

27 ივნისს, სოფ. განმუხურში (ზუგდიდის რ-ნი, სამეგრელო) ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების   პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM 2-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის- "ქართული და აფხაზური თემები -მცენარეთა დაცვის, სუფთა  და ჯანსაღი გარემოსათვის" ინფორმაციული შეხვედრა.

 

პროექტი ხორციელდება ქართული და აფხაზური მხარეების მონაწილეობით,  ზუგდიდის, გალის და ოჩამჩირის რაიონებში, შავი ზღვის 5 კმ-იან სანაპირო ზოლზე,  მდინარე ენგურიდან მდინარე ღალიძგამდე. ის ითვალისწინებს ამერიკული თეთრი პეპელას   (ათპ), არაფარდი პარკხვევიას  და მცენარეთა სხვა მავნებლების განადგურებას, მოსახლეობასთან აქტიური ინფორმაციული მუშაობით,  მათი მობილიზაციით და ჩართულობის  გზით.  

პროექტის სამიზნე სოფლებში უნდა დამუშავდეს  მცენარეებით განაშენიანებული კერძო საკარმიდამო და საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთები, სადაც  გამოვლინდება მავნებელთა კერები. ამისათვის, სამიზნე სოფლებში შერჩეულია და დატრენინგებული ოპერატორ-მობილიზატორები, მათი  მეშვეობით  უკვე   შექმნილია სერვისცენტრები. მოსახლეობას ჩაუტარდა ტრენინგები.

შეხვედრაზე განიხილეს სოფლებში  ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა, მცენარეთა დამუშავება   მექანიკური, აგროტექნიკური და ბიოლოგიური მეთოდებით, ბიოპრეპარატების სწორად და მიზნობრივი ხარჯვა, გადაცემული აღჭურვილობის  სწორი და ეფექტური ექსპლუატაცია,   ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგი, როგორც  ოჯახურ ფერმერულ მეურნეობებში, ასევე,  უმწეოთა საკარმიდამო ნაკვეთებში, საზოგადოებრივი სარგებლობის და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიებზე მცენარეთა მავნებლების კერების გამოვლენა და განადგურების აუცილებლობის საკითხები.

დასახული მიზნებისა და ამოცანების  განსახორციელებლად,  თითოეულ აქტიურ ოჯახს განაშენიანებული  საკარმიდამო  ფართობისა და  მავნებელთა დასახლების  ინტენსიურობის (სიმჭიდროვის)  გათვალისწინებით, გადაეცა საჭირო რაოდენობის  ბიოლოგიური  და ქიმიური პრეპარატები.

განხილულ იქნა ათპ-ს განვითარების ფაზები,  მასთან  კომბინირებული  მეთოდებით ბრძოლის ღონისძიებები, სპეციალისტებისა და მეცნიერების დამატებითი რეკომენდაციები. ჩატარდა  გადაცემული ტექნიკის და უსაფრთხოების საშუალებების  გამოყენების   ჩვენება/ დემონსტრაცია.  ნაჩვენები იქნა  ბიოპრეპარატის სამუშაო  ხსნარის მომზადების წესი და მათი სხვადასხვა  აპარატით  გამოყენების   შესხურების  მეთოდი.

ღონისძიებას ესწრებოდა    42  კაცი,  აქედან , 8 აფხაზური მხარიდან.

 

Read 3367 times Last modified on Tuesday, 11 August 2015 17:47

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

Apbc.Ge

Non commerce (non profitable) legal entity Association “Peaceful and Business Caucasus” was registered in accordance with the legislation of Georgia in August 13, 2004. Registration No #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search