Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
Friday, 08 August 2014 06:11

-"ქართული და აფხაზური თემები -მცენარეთა დაცვის, სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის" I მრგვალი მაგიდა

მიმდინარე წლის  30 ივლისს,14:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ზუგდიდის რ-ნ სოფ. ხურჩაში  ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვთარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა   COBERM2-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის -"ქართული და აფხაზური თემები -მცენარეთა დაცვის, სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის" I  მრგვალი მაგიდა.

მიმდინარე წლის  30 ივლისს,14:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ზუგდიდის რ-ნ სოფ. ხურჩაში  ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვთარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა   COBERM2-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის -"ქართული და აფხაზური თემები -მცენარეთა დაცვის, სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის" I  მრგვალი მაგიდა.

   პროექტში დასახული მიზნებისა და   ამოცანების  განხორციელების მიმდინარეობის    შესახებ ინფორმაცია გააკეთა   პროექტის ავტორმა და ხელმძღვანელმა  ალუ  გამახარიამ.  ისაუბრა იმაზე,  რომ გარდა გარემოდაცვითი  მიმართულებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების  დაცვისა,   სამეგრელოსა და აფხაზეთის 5 კმ-იანი   ზღვისპირა ზოლზე -განმუხურიდან (სამეგრელო) ილორამდე (აფხაზეთი),მდინარე ენგურიდან მდინარე ღალიძგამდე, პროექტი  მიმართულია ქართულ  და აფხაზურ თემებს შორის  თანამშრომლობის გააქტიურებისაკენ,  ქართველებსა და აფხაზებს შორის  ნდობის  აღდგენა/დაახლოებისკენ.

   აღნიშნა,  მცენარეთა მავნებლების- ამერიკული თეთრი პეპელას (ათპ),  არაფარდი პარკხვევიას და სხვათა განადგურება  ან მათი ზიანის საგრძნობლად შემცირება, სავსებით  შესაძლებელია  მოსახლეობის მობილიზებულობის  და ჩართულობის შემთხვევაში. 

  პროექტის  ფარგლებში უკვე ჩატარებული აქტივობები  პოზიტიურ ზეგავლენას ახდენენ  ქართულ-აფხაზურ თემებს  შორის  ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე. აფხაზურმა მხარემ დიდი ინტერესით გაიზიარა  გამოცდილება  მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის  კომბინირებული მეთოდების შესახებ.   მოსახლეობას სჯერა, რომ ეს პროექტი  მომავალშიც ხელს შეუწყობს თემებს შორის  მეტ დაახლოებას  და საქმიანი პარტნიორობის განვითარებას.

 პროექტის ტრენერ-კონსულტანტებმა და სამიზნე სოფლებში შექმნილმა სერვისცენტრების მობილიზატორ-ოპერატორებმა გააკეთეს  ინფორმაციები პროექტის ფარგლებში ჩატარებული აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ. მიმდინარე პროექტით, ორივე მხარის სოფლებში ჩატარდა სულ, 36 ტრენინგი, დაურიგდათ ბუკლეტები, სადაც აღწერილია ათპ-ს განვითარების ფაზები და მასთან კომბინირებული მეთოდებით ბრძოლის კალენდარი. მოსახლეობამ გაიგო  ქიმიურ პრეპარატებთან შედარებით  ბიოპრეპარატების გამოყენების უპირატესობა ეკოლოგიურად სუფთა  პროდუქტის მოსაყვანად, რადგანაც მისი მოქმედების ვადა  რამდენიმე ხანი გრძელდება. სწორედ, ბიოლოგიური პრეპარატის  გამოყენებამ და მავნებლების წინააღმდეგ ჩატარებულმა პრევენციულმა მოქმედებებმა გამოიწვიეს დღეს   სამიზნე სოფლებში ათპ-ს პასიურობა.

  მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა  ქართული წარმოების ბიოპრეპარატი "ლეპიდინი". თუ, წინა წლებთან შედარებით, მიმდინარე წელს  მატლები ნაკლებია, ეს განაპირობა ათპ-ს წინააღმდეგ  მექანიკური მეთოდებით ბრძოლამ და ელექტროქილერების  ეფექტურად გამოყენებამ. D 1  ელექტროქილერი დღეში საშუალოდ იჭერს 50-დან 100 ცალამდე ათპ-ს (ორ თაობაში 1 პეპელა  დებს 20 000-ზე მეტ კვერცხს).

  შ.პ.ს."ბიოაგრო"-ს დირექტორმა კარლო კიკორიამ გააკეთა ინფორმაცია აკად. ლ. ყანჩაველის სახელობის მცენარეთა დაცვის  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე  შექმნილი ქართული ბიოპრეპარატების მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე და განაცხადა, რომ მზადაა პროექტის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გაუწიოს სათანადო კონსულტაციები და გააკეთოს დიაგნოსტიკა მავნე ორგანიზმების სახეობრივი  შედგენილობის დასადგენად.  მოთხოვნის შესაბამისად კი,  ისინი მოამარაგოს საჭირო ბიოპრეპარატებით.  

 ღონისძიების ბოლოს აგროსერვისცენტრების  მობილიზატორ-ოპერატორებმა ჩაატარეს  პროექტის ფარგლებში  გადაცემული ტექნიკის  გამოყენების დემონსტრაცია.

  მრგვალი მაგიდის  მუშაობის რეზიუმირებისას აღინიშნა, რომ  სუფთა და ჯანსაღი გარემოსათვის ზრუნვა, მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ მიმართული სრულიად აპოლიტიკური პროექტი,  ორივე მხარის მოსახლეობას  ეხმარება  ნდობა- დაახლოებაზე  დამყარებულ   მშვიდობის მშენებლობის სისტემური, მიზანმიმართული    გზების  დასახვაში,  რომელიც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა  ორიენტირებული.   

 

ღონისძიებას ესწრებოდა 28 კაცი, აქედან , 8 აფხაზური მხარიდან.

 

images/News/4/1.jpg

Read 3998 times Last modified on Tuesday, 11 August 2015 17:46

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

Apbc.Ge

Non commerce (non profitable) legal entity Association “Peaceful and Business Caucasus” was registered in accordance with the legislation of Georgia in August 13, 2004. Registration No #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search