Notice: Undefined property: stdClass::$image1 in /home/apbcge/domains/apbc.ge/public_html/components/com_k2/views/item/view.html.php on line 603
Tuesday, 16 September 2014 13:29

განცხადება

ქუთაისში შექმნილი  აფხაზეთის სსიპ "ბიზნესინკუბატორი", სადაც აქტიურად მიმდინარეობს ახალგაზრდა სპეციალისტების სტაჟირება/სწავლების პროცესის გამართვა, თანამშრომლობისათვის იწვევს მოხალისეებს, რომლებსაც  სურვილი და საშუალება   აქვთ    ჩაერთონ საზოგადოებრივ საწყისებზე, ჩვენთან ერთად განახორციელონ  შემდეგი მიმართულების საქმიანობები: 

 

 

ქუთაისში შექმნილი  აფხაზეთის სსიპ "ბიზნესინკუბატორი", სადაც აქტიურად მიმდინარეობს ახალგაზრდა სპეციალისტების სტაჟირება/სწავლების პროცესის გამართვა, თანამშრომლობისათვის იწვევს მოხალისეებს, რომლებსაც  სურვილი და საშუალება   აქვთ    ჩაერთონ საზოგადოებრივ საწყისებზე, ჩვენთან ერთად განახორციელონ  შემდეგი მიმართულების საქმიანობები:

I. "ბიზნესინკუბატორი"-ს სარგებლობაში არსებული შენობის, მიწისა და სხვა რესურსების გამოყენებით შევქმნათ სასწავლო/სადემონსტრაციო,   სასათბურე  ბიომეურნეობა, ფერმერთა სახლი, სავაჭრო -საგამოფენო  პავილიონი, სადაც თანამედროვე დონის  აგრობიზნესის ეფექტურად  წარმართვის  ცოდნა /გამოცდილების მიღება შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სფეროში  წარმატებული საქმიანობის  მსურველ ახალგაზრდებს, სტაჟიორებს, დამწყებ ფერმერებს!

  • ვიწვევთ და ველოდებით აგროტექნოლოგიების მაღალ დონეზე მცოდნე,   გამოცდილ  4-5 ადგილობრივ და უცხოელ  მოხალისე პროფესიონალს!
  1. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ქუთაისში და იმერეთში  აქტუალურია.  სამწუხაროდ,საზოგადოება  გაცნობიერებული არ არის იმაში, თუ რა რისკთან არის დაკავშირებული  საეჭვო ხარისხისა და  წარმომავლობის იმპორტული კვების პროდუქტების  მიღება, რომლის ოდენობა  საქართველოში  80%-ს აღწევს. ამის  ნაცვლად ,  აწმყოსა და  უკეთესი მომავლისათვის, რაც შეიძლება მალე  უნდა გადავიდეთ  ადგილობრივ, ქართულ მიწაზე მოყვანილი, ჩვენი თანამემამულეების მიერ წარმოებული, ნატურალური, ჯანსაღი  პროდუქტების მოხმარებაზე.

   გვჭირდება მოხალისეები, რომლებიც ამას  მკაფიოდ  და დამაჯერებლად  აუხსნიან   ჩვენს გაუცნობიერებელ მოსახლეობას,  რომელიც,  ნებსით თუ უნებლიედ, თვითონუუქმებს  სამუშაო ადგილებს ჩვენს ფერმერებს, ჩვენს შვილებს და ოჯახის წევრებს!   

  გარწმუნებთ, რომ სწორ ახსნა-განმარტებებს  აუცილებლად და მალე მოჰყვება სოფლად და ქალაქშიც ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა, უმუშევრობის შემცირება, ადამიანების  ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მათი  კეთილდღეობის ამაღლება.

  • მივმართავთ  და ვიწყებთ  ქუთაისში მცხოვრებ, საშუალო და  უმაღლესი სასწავლებლებიდან, სხვა პროფესიული დაწესებულებებიდან,  პენსიაზე გასულ პდაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, სპეციალისტებს,  რომელთაც არ სურთ სახლში  უსაქმოდ ჯდომა და სურვილი აქვთ, თავიანთი მდიდარი  ცოდნა/გამოცდილება დღესვე მოახმარონ  ამ ეროვნული მნიშვნელობის მისიის შესრულებას. ამით ისინი შექმნიან  შვილებისა და შვილიშვილების კეთილდღეობას, მდგრად და ბედნიერ მომავალს!

 მსურველებმა მოგვმართეთ მისამართზე: ქ.ქუთაისი, გუგუნავას ქ. #1,

 "ბიზნესინკუბატორი"-ს შენობა, II სართული,    

-საკონტაქტო დღე და საათი: ყოველ სამშაბათს, 15:00-16:00 საათზე

 ელ:ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.;  ტელ.: 0431 26 51 06;  მობ: 599 552064

 

                               პატივისცემით,

                                ალუ გამახარია

         ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"-ს დირექტორი,

         სსიპ "ბიზნესინკუბატორი"-ს   ხელმძღვანელი

Read 3678 times Last modified on Saturday, 01 November 2014 15:49

Leave a comment

Make sure you enter all the required information, indicated by an asterisk (*). HTML code is not allowed.

Apbc.Ge

Non commerce (non profitable) legal entity Association “Peaceful and Business Caucasus” was registered in accordance with the legislation of Georgia in August 13, 2004. Registration No #5/4102-5/ზ-11.

©2024 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search