ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"

ხალხთა შორის ურთიერთობები, კონფლიქტების მოგვარების სამსახურში.

თუ ასე გაგრძელდება , ქართული ჩაის არაფერი ეშველება.

ძვირფასო   მეგობრებო,

თუ ასე გაგრძელდება , ქართული ჩაის  არაფერი ეშველება. იხილეთ ეს ეტიკეტი (ქართველი "პატრიოტი"  იმპორტიორების მიერ გაკეთებული), თუ  რა მარშრუტს გადის შრილანკიდან საქართველოში  იმპორტირებული ჩაი. ნახეთ,  ვის   და სადაურ  მეჩაიეებს  ვაფინანსებთ გაჭირვებული ქართველი მომხმარებლები. ვაი, ჩვენი ცოდვა!

დიდი გულისწყრომით,

ალუ გამახარია

***

ცეილონის  ბაიხის  შავი  ჩაი ერთჯერად პაკეტებში, შენახვის ვადა -2 წელი, წარმოების თარიღი და ვარგისიანობის   ვადის  გასვლის  თარიღი მითითებულია  შეფუთვაზე.

სპეციალურად გრინფილდ ტი ლტლ-სათვის, ლონდონი. შპს  "ორიმი  ტრეიდ" რუსეთი 194044. სანკტ-პეტერბურგი, ტობოლსკის ქუჩა 3. ტელ/ფაქსი:(812)346 8240. კონტროლით. წარმოებულია შპს "ნეპ" რუსეთი. 188682. ლენინგრადის ოლქი ვსევოლჟსკის რაიონი, სვერდლოვის სახ. დას., მ/რ 1.15/4

იმპორტიორი: შპს "ლიდერ დისტრიბუშენი" მის: ქ. თბილისი,  შანდორ  პეტეფის ქ#14

ე.ი. გამოდის, რომ   შრილანკიდან ჩაი წავიდა ლონდონში, იქ მაღალი ტექნოლოგიური  ოპერაცია გაიარა, მერე რუსეთის  კომპანია -ორამი ტრეიდმა  იყიდა ლონდონში და ჩამოიტანა ლენინგრადში, იქ ამ ოლქის ერთ-ერთ სოფელში დააფასოვა და  გახარებულმა შპს "ლიდერ  დისტრიბუმენმა" ლენინგრადის სოფელში დაფასოებული ჩაი  იყიდა და ჩამოიტანა თბილისში...?!

P.S. თუ არ გვინდა  ქართული ჩაის  მთლიანად ამოძირკვა  გადავწყვიტოთ, მოდით , ქე მაინც,  პირდაპირ  შრილანკიდან  ვიყიდოთ კარგი ჩაი და აქ, საქართველოში დავაფასოვოთ. იქნებ დამატებით 2-3 კაცი მაინც დავასაქმოთ! შეგახსენებთ, რომ უმუშევრობის მაჩვენებლით საქართველო კავკასიაში  I ადგილზეა, საქართველოში კი ყოველი მეორე შრომისუნარიანი ადამიანი  თავს უმუშევრად თვლის.  ჩვენი ქალები,მ.შ. ისინი, ვინც  ადრე ჩაის კრეფდნენ,  ახლა   თურქებს, ბერძნებს, ამერიკელებს და სხვებს უვლიან ! 

წაკითხული 1200 ჯერ