ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია"

ხალხთა შორის ურთიერთობები, კონფლიქტების მოგვარების სამსახურში.

ინფორმაცია

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

ევროკავშირისა და  გაეროს  განვითარების  პროგრამის ერთობლივი ინიციატივა  COBERM-III-ის  მიერ მხარდაჭერილი სამედიცინო პროექტის - „დავძლიოთ უნდობლობა და ვაშენოთ მშვიდობა“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მისი განხორციელების  II ეტაპზე (2016 წლის 16 ნოემბრიდან 2017 წლის 15 მარტამდე)    ამსკ-მ  და თბილისში  მისმა  პარტნიორმა  ორგანიზაციამ „საზოგადოება  მომავალი თაობისათვის“  (SFG) კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება (კონსულტაციები, გამოკვლევები და მკურნალობა)     გაუწიეს   აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ, ძირითადად საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე  167     პაციენტს.

ამ პერიოდში,  ქუთაისში აფხაზი პაციენტების მონაწილეობით   ჩატარდა შეხვედრები, დიალოგი და მასტერ-კლასები ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის, რაციონალური და სრულფასოვანი კვების საკითხებთან დაკავშირებით. 

ასევე, ქუთაისში აფხაზ პაციენტებს ჩაუტარდათ გამოკვლევები  უჯრედოვან დონეზე ფუნქციური კვლევის მეთოდით  და მათ სამახსოვროდ გადაეცათ ბროშურები: „ჯანმრთელობის საიდუმლო“ და 2017 წლის მთვარის ასტროლოგიური კალენდარი.

აფხაზ/ოს პაციენტებს ხელი ეწყობათ  ქართულ მხარეს მყოფი მათი ნათესავების, ყოფილი თანამშრომლების, ძველი მეგობრების, მეზობლების  გამოძებნა-დაკავშირებაში.

მათი სურვილის შემთხვევაში ეწყობა ექსკურსიები და  კულტურული ძეგლების დათვალიერება.

დაწყებულია მუშაობა  აფხაზი და ოსი პაციენტებისთვის  ქართულ საზოგადოებაში სოციალური ფილანტროპიის განვითარებისა და სამედიცინო მომსახურების  ალტერნატიული ფინანსური რესურსების    მოძიება/მოზიდვაზე. 

 

Information

During the II stage (from 16 November 2016 to 15 March 2017) of Medical project "Defeat Mistrust and Build Peace" beingimplemented with support of European Union and UN Development program initiative COBERM, APBC (Association for the Peaceful and Business Caucasus) and its partner in Tbilisi SFG (Society for future Generations)  provided qualified medical services (consultations, diagnostics and treatment) to 167 residents of Abkhazia and South Ossetia, who do not have Georgian citizenship.

During the mentioned period, we organized meetings, dialogues and master classes about healthy lifestyle, rational and balanced diet.

In addition, patients in Kutaisi received medical examination on cellular level, with function test method and they received brochures: "Secrets of Health" and 2017 astrological moon calendar.

Abkhazian/Ossetian patients receive our support if they try to find and revive relationships with their relatives, old colleagues, old friends, neighbors etc.

In case beneficiaries express their interest, we organize excursions to visit cultural heritage sites.

We have begun our work to develop social philanthropy in Georgian society for Abkhazian and Ossetian patients and to find alternative funding for medical services. 

წაკითხული 227 ჯერ