2024 წლის 15 ივნისს, ქ.ქუთაისში, სასტუმრო "ქუთაისი ინნში", დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიოროქირურგიის სამსახურის მიერ ჩატარდა მასშტაბური ღონისძიება თემაზე: „თავის ტვინის სიმსივნის ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი კონფერენცია“, სადაც მოწვეულები ვიყავით ასოციაცია „მშვიდობაინი და საქმაინი კავკასიას“ ( ამსკ) თანამშრომლები.
კონფერენციას ესწრებოდნენ ქ.ქუთაისის და თბილისის სამედიცინო კლინიკების წამყვანი ნეიროქირურგები, ნევროლოგები, სხვადასხვა დარგის წამყვანი ექიმები, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორები, საკითხით დაინტერესებული პირები.
კონფერენციის მიზანი იყო ნეიროონკოლოგიის, თავის ტვინის და ხერხემლის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
კონფერენციას უძღვებოდა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ევროპის ნეიროქირურგიული საზოგადოების ნაციონალური დელეგატი, ნეიროქირურგი იაკობ (იაგო) ცერცვაძე.
მოხსენებები წარადგინეს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგებმა, კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის კლინიკურმა და რადიაციულმა ონკოლოგებმა.
კონფერენციის მონაწილე სამედიცინო პერსონალმა, თავიანთი მოხსენებები (პრეზენტაცია) დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ყოფილ პაციენტებთან გასაუბრებებით და ვიზუალიზაციით.
კონფერენციაზე მოწვეულებმა ნახეს და მოისმინეს-თუ რა მაღალი დონის და ხარისხის სამედიცინო სერვისების მიღება შეუძლიათ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში მოხვედრილ პაციენტებს, თუ როგორ არის ჩართული კლინიკის სხვადასხვა განყოფილების მთელი მედ-პერსონალი მათ გადასარჩენად.
ხაზგასმით აღინიშნა, კლინიკის მენეჯმენტის ხელშეწყობა ნეიროქირურგიის განყოფილებისათვის-მეტად აუცილებელი სამედიცინო აპარატურების შეძენა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დამკვიდრებაში. გავიგეთ, რომ უახლოეს მომავალში აპირებენ ნეიროქირურგიის ნავიგაციის დანერგვასაც.
კლინიკა თამამად პასუხობს პაციენტების გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. აქ არის მაღალი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ასაკის ავადმყოფისათვის. წამყვანი ექმიმები მუდვივად გადიან მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში ტრენინგ-სემინარებს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს ის გუნდია, რომელსაც შეიძლება ადამიანმა თამამად ანდოს საკუთარი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე.
კლინიკის ნეოროქირურგიის სამსახურის მიერ, ამსკ-ს სამედიცინო პროექტების ფარგლებში არაერთი აფხაზი პაციენტისთვის არის ურთულესი ოპერაციული მკურნალობა ჩატარებული, რომელთა უმეტესი ნაწილი დღეს თავს კარგად გრძობს და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებენ.
კონფერენცია მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ყველა დასმულ კითხვას, დარგის სპეციალისტების მიერ გაეცა ამომწურავი პასუხი.
P.S. თან ერთვის ღონისძიების დღის წესრიგი კლინიკის ნეიროქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელის იაკობ (იაგო) ცერცვაძის ხელმოწერთ.
ასოციაცია“მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“
APBC-ის პროექტის ფარგლებში 2023 წლის ოქტომბერში და 2024 წლის იანვარში ჩატარდა 2 ტრენინგ-სემინარი, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ, ეკონომიკური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების მომზადებით დაინტერესებულ პირთათვის.
მცირე გრანტების მიღებაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში შემოსული პროექტებიდან საკონკურსო კომისიის მიერ შეირჩა და დაფინანსდა 7 საუკეთესო პარტნიორული პროექტი. ყველა ეს პროექტი ემსახურება ტრანსინგურული თანამშრომლობის განვითარებას.
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის-განხეთქილების დაძლევა: ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის” ფარგლებში, 2023 წლის 20-25 ნოემბერს ჩატარდა ქართულ-აფხაზური საქმიანი ტურის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები.
ტურის მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში მოიარეს თბილისი, ქუთაისი, რაჭა, აჭარა, სამეგრელო. გაეცნენ ეკონომიკის სხვადასხვა დარგს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა: ფერმერული მეურნეობები, მეჩაიეობა, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მებაღეობა, ტურიზმი, საოჯახო სასტუმროები, ღვინის მარნები და სხვ. შეხვდნენ უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს,დაათვალიერეს მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები,
კერძოდ:
· 20 ნოემბერს, თბილისში მგზავრობისას გზაზე დაათვალიერეს ავტობანზე გვირაბების და ხიდების მშენებლობის პროცესი. შედგა შეხვედრები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ -მასწავლებლებთან და გაეცნენ „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“. შეხვედნენ სოხუმელ ძველ მეგობრებს, კოლეგებს. გაიხსენეს საინტერესო მოგონებები და ისტორიები.
· შეხვედრის ბოლოს, მხარეთა შორის იყო საქმიანი წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარება ეკონომიკური თანამშრომლობისა და მათი პერსპექტივების შესახებ.
21 ნოემბერს შეხვედრები შედგა:
· საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და განიხილეს გალის რ-ნ სოფ. ბარღებში (აფხაზეთი) გათვალისწინებული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა.
· საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკისთან. მან ტურის მონაწილეებს განუცხადა, რომ:
- ქართული მხარიდან აფხაზეთის მიმართ ომის არანაირი საშიშროება არ არსებობს. საქართველო ბოლომდე იქნება ერთგული მის მიერ საყოველთაოდ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკისა, უპირველესად, კონფლიქტების დარეგულირების ნაწილში;
- საქართველოს მთავრობა მომავალშიც თანმიმდევრულად გააგრძელებს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერას, როგორც უფასო სამედიცინო სერვისების მიწოდების ნაწილში, ისე მცირე მეწარმეობის განვითარების მიმართულებით;
- ასევე, საუბარი იყო ქართულ-აფხაზურ გამყოფ ხაზზე ადამიანების და ტვირთების გადაადგილების შესაძლო გაადვილებისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. .
22 ნოემბერს:
· ტურის მონაწილენი ეწვივნენ ქ. ქუთაისში ფუნქციონირებად შპს „თერნალი-ჩაის“ საწარმოს მუშაობის პროსესში და გაეცნენ მწვანე აგურა ჩაის დამზადების ტექნოლოგიიას. შეხვედრაზე გამოიკვეთა მოსაზრება „თერნალი-ჩაის“ და აფხაზ მეწარმეებს შორის პარტნიორული თანამშრომლობის აწყობის საკითხებზე.
· ამ დღესვე შეხვედრა შედგა ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწოფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და მოწვეულ სპეციალისტებთან, სადაც რექტორმა შალვა კირთაძემ განაცხადა, რომ აფხაზი სტუდენტებისთვის ამ უნივესიტეტში სწავლა და საცხოვრებელი ფართი რომ იქნება უფასო. ასევე, მათ გაეწევათ დაეხმარება საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში გაცვლითი პროგრამით უფასოდ სწავლის გაგრძელებაში.
· დაათვალიერეს ქუთაისში X-XI საუკუნის ქართულ-აფხაზური კულტურის ძეგლი ბაგრატის ტაძარი . გაეცნენ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების უძველეს ისტორიას და ბაგრატის ტაძრის სულიერ კავშირს სოფ. ბედიაში (ოჩამჩირის რ-ნი) არსებულ მონასტერთან, სადაც 2016 წელს წმინდანად შერაცხული ბაგრატ-lll და მასთან ერთად მისი აფხაზი დედა გურანდუხტი განისვენებენ;
23 ნოემბერს:
· ტურის მონაწილენი ესტუმრნენ რაჭაში, ამბროლაურის რ-ნ სოფ. წესში სოხუმელი მიხეილ ელბაქიძის მიერ შექმნილ საოჯახო სასტუმრო "აზნაურის სახლს" და გაეცნენ ტურიზმის სფეროში მათ საქმიანობას. განიხილეს აფხაზური მხარის ტურკომპანიებთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებები და წინადადებები. შეხვდნენ აქ მოღვაწე მცირე მეწარმეებს და განიხილეს პარტნიორობაზე აწყობილი საქმიანი წინადადებები. გაეცნენ რაჭული სამზარეულოს კვების პროდუქტების მომზადების წესებს. შედგა რაჭაში დამზადებული სხვადასხვა სახის ღვინის დეგუსტაცია.
24 ნოემბერს:
· ტურის მონაწილეებმა ბათუმში დაათვალიერეს ბათუმის საზღვაო პორტი,აეროპორტი, საქართველო-თურქეთის საზღვარზე არსებული ბათუმის (სარფის) საბაჟო.
ქედას რაიონ სოფ. პირველ მასიში (ბათუმიდან 35 კმ) მოინახულეს „შერვაშიძეების მარანი“, სადაც მასპინძელი საკუთარი მეურნეობიდან მიღებული ნატურალური პროდუქტებით დამზადებული ქართული და ზემო აჭარული ტრადიციული კერძებით (დოშურვა, სინორი)მათ გაუმასპონძლდა .
25 ნოემბერს:
· სენაკში დაათვალიერეს „ფერმერთა სახლი“ და საქმიანი შეხვედრა შედგა ადგილობრივ ფერმერებთან.
და ბოლოს, შემაჯამებელ შეხვედრაზე ტურის ყველა მონაწილემ გამოთქვა დიდი სურვილი, რომ მომავალშიც ჩატარდეს მსგავსი აქტივობები.
APBC-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარდა 3 ტრენინგ-სემინარი, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ, ეკონომიკური პარტნიორული ბიზნეს-პროექტების მომზადებით დაინტერესებულ პირთათვის.
მცირე გრანტების მიღებაზე 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის სექტემბრამდე გამოცხადებულ ღია კონკურსში შემოსული პროექტებიდან საკონკურსო კომისიის მიერ შეირჩა და დაფინანსდა 13 საუკეთესო პარტნიორული პროექტი. ყველა ეს პროექტი ემსახურება ტრანსინგურული თანამშრომლობის განვითარებას.
არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ) დაფუძნებულია 2004 წლის 13 აგვისტოს, რეგისტრაციის
#5/4102-5/ზ-11.