ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png

მიმდინარე წლის 18 მაისს, 17:00-19:00 საათზე, ასოციაცია ,,მშვიდობიანი და

საქმიანი კავკასიას’’(ამსკ) სააქტო დარბაზში შედგა ქუთაისის ძველი

ფაბრიკაქარხნების დირექტორების წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის

მთავარი მიზანი იყო ქართულაფხაზური გაუცხოების შეჩერებისა და შერიგების

ხელშეწყობაზე სჯა-ბაასი და მოსაზრებების მოსმენა, შემდეგი დღის წესრიგით:

1“.მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიასმიერ შერიგების მიმართულებით

განხორციელებული პროექტები და მათი შედეგებიალუ გამახარიას ინფორმაცია;

2.ქართულაფხაზური შერიგების წამახალისებელი, ახალი მიდგომების

პრეზენტაცია, პრეზენტატორილამზირა ხაჭაპურიძე;

3.შერიგების წამახალისებელი კონკრეტული ღონისძიებები. წინადადებები ამ

ღონიძიებების განხორციელების პროცესში ჩართვის მსურველი

საზოგადოებისათვის.

შეხვედრას უძღვებოდა ამსკ- დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე ალუ

გამახარია.

მან განაცხადა: ქუთაისის ცნობილმა დირექტორთა კორპუსმა, რომელიც მრავალი

წლის აქტიური შემოქმედებითი, ნაყოფიერი მმართველობის მდიდარი

გამოცდილების მქონე ადამაინების ერთობას წარმოადგენს, უზარმაზარი რესურსია

ქვეყანაში არსებული ნებისმიერი კონკრეტული, სერიოზული ეროვნული

მნიშვნელობის მქონე ამოცანის შესრულებისათვის ან როგორც მინიმუმ, ასეთი

ამოცანის შესრულების ხელშეწყობისათვის.

ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის დღემდე მოუგვარებელი

ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური პრობლემა. ამ პრობლემის მოგვარებაში

დირექტორთა კორპუსს, შეუძლია სერიოზული გარღვევის მოხდენა ისეთ

საკითხებში, როგორიცაა: „მტრის ხატისშემცირება, ქართულ-აფხაზური დაახლოება

და დღეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველებსა და აფხაზებს შორის

გამოკვეთილი გაუცხოების პროცესის შეჩერება და მათი შერიგებამდე მიმყვანი

ბევრი სხვა ნაბიჯების გადადგმა.

ქართულაფხაზური ნდობის აღდგენის, გაუცხოების შეჩერების და შერიგების,

ხელშეწყობის პროცესში აუცილებელია საქართველოს ფართო საზოგადოების

მაქსიმალური ჩართვა. ეს შერიგების ერთადერთი გზაა.

ასოციაცია ,,მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია’’ 20 წლის განმავლობაში ამ

მიმართულებით მუშაობის შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით

სთავაზობს საზოგადოებას ჩართულობის შემდეგ ეფექტურ ფორმებს:

1.ჩართულობა აფხაზი და ოსი პაციენტების მკურნალობის პროცესში;

2.ჩართულობა ქართულაფხაზური, ქართულ-ოსური ეკონომიკური

თანამშრომლობის დამყარებისა და გაფართოების საქმეში.

მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიისინიციატივის ფარგლებში, ინტეგრაციული

ფსიქოონკოლოგიის, ლოგოთერაპიის და რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის

აუცილებლობაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა ლამზირა ხაჭაპურიძემ.მან ხაზი გაუსვა

იმას, რომ ამსკ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს:მშვიდობის მშენებლობის,

 

საზოგადოებრივი დიალოგის, ნდობის აღდგენის, სოციალური თანამშრომლობის,

კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებების მხარდაჭერის მიმართულებით.

ორგანიზაციას გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება კონფლიქტურ და კონფლიქტით

დაზარალებულ რეგიონებთან (ქართულ-აფხაზური,ქართულ-ოსური)მუშაობის,

სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება: ადამიანური კავშირების აღდგენას,

ნდობის გაძლიერებას, სოციალური მდგრადობის მხარდაჭერას, მშვიდობიანი

თანაცხოვრების პერსპექტივების განვითარებას.

მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი

რეალობა-კონფლიქტები და ხანგრძლივი სოციალური კრიზისები არ ტოვებს

მხოლოდ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ შედეგებს, ისინი ღრმად მოქმედებს

ადამიანის ფსიქიკაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ ურთიერთობებზე.

განსაკუთრებით კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებში ხშირად

შეინიშნება-

ხანგრძლივი სტრესი, დაუმუშავებელი ტრავმა, შიში და უსაფრთხოების განცდის

დაკარგვა, ემოციური გამოფიტვა, სოციალური გაუცხოება, ქრონიკული

ფსიქოლოგიური დაძაბულობა.

ორგანიზაციის საქმიანობამ აჩვენა, რომ ეს ფაქტორები გავლენას ახდენს-

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ოჯახურ სისტემებზე, ქრონიკული დაავადებების

მიმდინარეობაზე, ონკოლოგიური პაციენტების ემოციურ მდგომარეობაზე,

სოციალური

ნდობის ხარისხზე, საზოგადოების მდგრადობაზე.

ამავე დროს, პრაქტიკაში აშკარა გახდა, რომ მძიმე დაავადებების მქონე ადამიანები

და მათი ოჯახები ხშირად რჩებიან ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გარეშე.

განსაკუთრებით მწვავედ დგას ონკოლოგიური პაციენტებისა და მათი ოჯახების

ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საკითხი.

თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკა უკვე აჩვენებს, რომ ფსიქოონკოლოგიური

მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა

მნიშვნელოვნად აუმჯობესებს:ცხოვრების ხარისხს, მკურნალობის პროცესში

ჩართულობას, ფსიქოლოგიურ მდგრადობას, ოჯახურ მხარდაჭერას, სოციალური

კეთილდღეობის მაჩვენებლებს.

სწორედ ამ გამოცდილების, რეგიონული პრაქტიკისა და რეალური საჭიროებების

საფუძველზე, ამსკ გამოდის ახალი ინიციატივით, რომ დაარსდესინტეგრაციული

ფსიქოონკოლოგიის, ლოგოთერაპიის და რეაბილიტაციის ცენტრი“, როგორც

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, რეაბილიტაციის,

ადამიანური მხარდაჭერი და სოციალური მდგრადობის, ინტეგრაციული

პლატფორმა.

ღონისძიების მონაწილეებმა გამოთქვეს მზაობა დასმული საკითხების

განხორციელებაში

აქტიურად ჩართვის თაობაზე.

შეადგინა მერი გვაძაბიამ

მიმდინარე წლის 7 მაისს ჩატარდა ასოციაცია „მშვიდობიუიანი და საქმიანი კავკასიას“ (ამსკ)  თანამშრომელთა თათბირი  და განხილულ იქნა    მაისის სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია ორგანიზაციის საქმიანობისათვის ალტერნატიული დაფინანსების მოძიება/მოზიდვა.

თათბირზე აღინიშნა, რომ ამსკ  მიზანმიმართულად  ხელს  უწყობს   ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ნდობის აღდგენის და შერიგების გზას. ის  კონფლიქურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს უანგაროდ     ეხმარება  ქართულ მხარეს უფასო  მაღალკვალიფიციური  სამედიცინო სერვისების /მკურნალობის/ მიღებაში და  ასევე,  ეკონომიკური, პარტნიორული კავშირების დამყარებაში.ამიტომ, აუცილებელია, ორგანიზაციამ დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით,   ამ მიმართულებით  გააგძელოს აქტიური მუშაობა   ახალი ინოვაციური მიდგომების, ინიციატივების და კონკრეტული აქტივობების ხარისხიანად განსახორციელებლად.

მკურნალობაში  დახმარებისათვის მომართვიანობა  მზარდია და მასზე დროულად რეაგირება  ხელს უწყობს   ნდობის აღდგენას  და  შერიგების პროცესის დაჩქარებას. ამიტომ აუცილებელია

ამსკ-ს სამედიცინო პროექტის  მნიშვნელობაში გაცნობიერებული და მასში ჩართვის სურვილის მქონე  სამედიცინო კლინიკების, ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლების, ურთიერთობების გადაყვანა პრაქტიკულ ჭრილში და ურთიერთპატივისცემაზე   დამყარებული  თანამშრომლობის დაგეგმვა,    მათი   კონსოლიდაცია და სამედიცინო პროექტის სამსახურში  ჩაყენება.   

 ამსკ  ყველაფერს აკეთებს, რომ საგრძნობლად გაზარდოს ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური   კავშირ-ურთიერთობები  განათლებისა და ეკონომიკის სფეროებში   და ამ გზით ხელს უწყობს  კონფლიქტის ზონებში მცხოვრები   მოსახლეობის,  უპირველესად, მისი მოწყვლადი ნაწილის  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამსკ  მის პარტნიორებთან ერთად გეგმავს   მეტი ყურადღება  გაამახვილოს  პაციენტების მკურნალობის პროცესში ლოგოთერაპიის როლის მნიშვნელობაზე,მენტალური ჯანმრთელობის საკითხზე,  მათ  ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობაზე.

  ორგანიზაცია ცდილობს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ქართველებსა და აფხაზებს შორის  გაჩენილი გაუცხოების გაქარწყლებას.   პარადოქსია, მაგრამ  ფაქტია, რომ  მრავალრიცხოვანი  პაციენტების   ნდობის დინამიკა  მაღალია,  მაგრამ, ამავდროულად, შესამჩნევი გახდა ქართველებსა და აფხაზებს შორის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის გაუცხოების საშიში ტენდენცია, ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას-ჩაერთოს ნდობის მშენებლობის მიმდინარე პროცესში, უპირველესად, სამედიცინო დახმარებების გაწევის გზით, ასევე ,ეკონომიკური კავშირების  დამყარებისა და გაღრმავების მიმართულებით.

  ამ აქტივობების განხორციელება  ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსური გაუცხოების შეჩერებას და ქვეყნის განმთლიანებისაკენ   კონკრეტული მოსაზრებებისა და გეგმების შემუშავებას.

 

ასოციაცია “მშვიდობიან  და    საქმიან    კავკასია”  (ამსკ) დიდი ბრიტანეთი/UNDP-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს  "მედიცინა ხიდია დიალოგისა და ნდობის მშენებლობისათვის".

პროექტს  2 კონკრეტული მიზანი აქვს:

ü მიზანი-1.

დახმარება გაეწიოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მუდმივად მცხოვრებ 450 ადამიანს, რათა მათ შეძლონ მაღალკვალიფიციური მკურნალობის მიღება საქართველოს სამედიცინო კლინიკებში და კმაყოფილები და კეთილგანწყობილები დაბრუნდნენ საკუთარ საზოგადოებაში.

ü მიზანი-2.

დაგეგმილი ბენეფიციარების სულ მცირე ნახევარში (არანაკლებ 225 ადამიანი) ჯანსაღი ცხოვრების წესის, საერთო კულტურისა და საერთო წარსულის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ომის შედეგად დაშორებული ნათესავების, მეზობლების, მეგობრების და სხვა საინტერესო ადამიანების პოვნასა და მათთან დაკავშირებაში დახმარება.

ასოციაცია „მვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ), მის პარტნიორ ჩაის მწარმოებელ  ორგანიზაციებთან  (თერნალი+“, აგურა ჩაის მწარმოებელი  შპს „თერნალი“, შპს „თამარ-ჩაისთან“)  ერთად, მ/წლის  30 აგვისტოს, გურიაში, შეკვეთილში მუსიკოსთა პარკში  გამართულ  ქართული ჩაის  ფესტივალში „ჩაის გზა“   მიიღო აქტიური  მონაწილეობა 

ამსკ-ს საგამოგენო  პანელმა   იქ მოსული საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.    მრავალი  ქართველი და უცხოელი ვიზიტიორი ესტუმრა. ქართველი და  აფხაზი მეწარმეების  ერთობლივად    დამზადებულმა  თეთრმა, მწვანე და შავმა  ჩაიმ,   დარგის სპეციალისტთა  და ვიზიტიორთა  დიდი მოწონება დაიმსახურა.

რადგანაც ამსკ-ს საქმიანობის პრიორიტეტებს შორის, სამედიცინო დახმარებების შემდეგ, მეორე ადგილზე ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური  პარტნიორული, ერთობლივი მცირე ბიზნესის მხარდაჭერაა, ნათლად იკვერთება  მეჩაიეობაში  პარტნიორობის დიდი და რეალური პოტენციალი    

ჩატარებულ ფესტივალზე ქართველ მეწარმეებს მიეცათ საშუალება ეკოლოგიურად სუფთა  ქართილი ჩაის  პროდუქციასთან ერთად 

კვებისა და სამეწარმეო  კუთხის დათვალიერებისა,სამეწარმეო  და სარეალიზაციო  ბაზრების შესწავლისა. 

ფესტივალს სტუმრობდნენ ამსკ-ს აფხაზი ბენრფიციარებიც. ფესტივალმა და იქაურმა გარემომ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი მადლიერები და თანამშრომლობით დაინტერესებულები არიან.

ასევე, შედგა შეხვედრა შვეცარიის სააგენტოს ხელმძვანელთან,  რომელსაც ინფორმაცია მიეწოდა ამსკ-ს   გეგმებზე.

ქართულ - აფხაზური თანამშრომლობის თემა,  ყველა მნახველს აინტერესებდა და მოსწონდა.თვით აფხაზი მეწარმეების მონაწილეობა სხვა დატვირთვას ანიჭებდა ამსკ-ს პანელს.ასევე , ფესტივალის მუშაობას  სოციალური ქსელით თვალს ადევნებდნენ ამსკ-ს ბენეფიციარები  აფხაზეთიდანაც .

ამსკ-ს კუთხეს სტუმრობლნენ  და ჩაი დააგემოვნეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემოადგილე ლაშა ჭელიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერ ავთანდილ თალაკვაძემ.

ღონისძიების დასასრულს, ფესტივალის მონაწილეები, მათ შორის ამსკ, დაჯილდოვდნენ სიგელებით  „ჩაის გზა“.

„ჩაის გზა“ ორგანიზებული იყო ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მიერ. 

 

 
©2026 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search