მიმდინარე წლის 18 მაისს, 17:00-19:00 საათზე, ასოციაცია ,,მშვიდობიანი და
საქმიანი კავკასიას’’(ამსკ) სააქტო დარბაზში შედგა ქუთაისის ძველი
ფაბრიკა–ქარხნების დირექტორების წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის
მთავარი მიზანი იყო ქართულ–აფხაზური გაუცხოების შეჩერებისა და შერიგების
ხელშეწყობაზე სჯა-ბაასი და მოსაზრებების მოსმენა, შემდეგი დღის წესრიგით:
1“.მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ მიერ შერიგების მიმართულებით
განხორციელებული პროექტები და მათი შედეგები –ალუ გამახარიას ინფორმაცია;
2.ქართულ–აფხაზური შერიგების წამახალისებელი, ახალი მიდგომების
პრეზენტაცია, პრეზენტატორი–ლამზირა ხაჭაპურიძე;
3.შერიგების წამახალისებელი კონკრეტული ღონისძიებები. წინადადებები ამ
ღონიძიებების განხორციელების პროცესში ჩართვის მსურველი
საზოგადოებისათვის.
შეხვედრას უძღვებოდა ამსკ-ს დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე ალუ
გამახარია.
მან განაცხადა: ქუთაისის ცნობილმა დირექტორთა კორპუსმა, რომელიც მრავალი
წლის აქტიური შემოქმედებითი, ნაყოფიერი მმართველობის მდიდარი
გამოცდილების მქონე ადამაინების ერთობას წარმოადგენს, უზარმაზარი რესურსია
ქვეყანაში არსებული ნებისმიერი კონკრეტული, სერიოზული ეროვნული
მნიშვნელობის მქონე ამოცანის შესრულებისათვის ან როგორც მინიმუმ, ასეთი
ამოცანის შესრულების ხელშეწყობისათვის.
ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის დღემდე მოუგვარებელი
ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური პრობლემა. ამ პრობლემის მოგვარებაში
დირექტორთა კორპუსს, შეუძლია სერიოზული გარღვევის მოხდენა ისეთ
საკითხებში, როგორიცაა: „მტრის ხატის“ შემცირება, ქართულ-აფხაზური დაახლოება
და დღეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველებსა და აფხაზებს შორის
გამოკვეთილი გაუცხოების პროცესის შეჩერება და მათი შერიგებამდე მიმყვანი
ბევრი სხვა ნაბიჯების გადადგმა.
ქართულ –აფხაზური ნდობის აღდგენის, გაუცხოების შეჩერების და შერიგების,
ხელშეწყობის პროცესში აუცილებელია საქართველოს ფართო საზოგადოების
მაქსიმალური ჩართვა. ეს შერიგების ერთადერთი გზაა.
ასოციაცია ,,მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია’’ 20 წლის განმავლობაში ამ
მიმართულებით მუშაობის შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით
სთავაზობს საზოგადოებას ჩართულობის შემდეგ ეფექტურ ფორმებს:
1.ჩართულობა აფხაზი და ოსი პაციენტების მკურნალობის პროცესში;
2.ჩართულობა ქართულ–აფხაზური, ქართულ-ოსური ეკონომიკური
თანამშრომლობის დამყარებისა და გაფართოების საქმეში.
„მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ ინიციატივის ფარგლებში, ინტეგრაციული
ფსიქოონკოლოგიის, ლოგოთერაპიის და რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის
აუცილებლობაზე ისაუბრა ფსიქოლოგმა ლამზირა ხაჭაპურიძემ.მან ხაზი გაუსვა
იმას, რომ ამსკ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს:მშვიდობის მშენებლობის,
საზოგადოებრივი დიალოგის, ნდობის აღდგენის, სოციალური თანამშრომლობის,
კონფლიქტით დაზარალებული საზოგადოებების მხარდაჭერის მიმართულებით.
ორგანიზაციას გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება კონფლიქტურ და კონფლიქტით
დაზარალებულ რეგიონებთან (ქართულ-აფხაზური,ქართულ-ოსური)მუშაობის,
სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება: ადამიანური კავშირების აღდგენას,
ნდობის გაძლიერებას, სოციალური მდგრადობის მხარდაჭერას, მშვიდობიანი
თანაცხოვრების პერსპექტივების განვითარებას.
მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი
რეალობა-კონფლიქტები და ხანგრძლივი სოციალური კრიზისები არ ტოვებს
მხოლოდ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ შედეგებს, ისინი ღრმად მოქმედებს
ადამიანის ფსიქიკაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ ურთიერთობებზე.
განსაკუთრებით კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებში ხშირად
შეინიშნება-
ხანგრძლივი სტრესი, დაუმუშავებელი ტრავმა, შიში და უსაფრთხოების განცდის
დაკარგვა, ემოციური გამოფიტვა, სოციალური გაუცხოება, ქრონიკული
ფსიქოლოგიური დაძაბულობა.
ორგანიზაციის საქმიანობამ აჩვენა, რომ ეს ფაქტორები გავლენას ახდენს-
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ოჯახურ სისტემებზე, ქრონიკული დაავადებების
მიმდინარეობაზე, ონკოლოგიური პაციენტების ემოციურ მდგომარეობაზე,
სოციალური
ნდობის ხარისხზე, საზოგადოების მდგრადობაზე.
ამავე დროს, პრაქტიკაში აშკარა გახდა, რომ მძიმე დაავადებების მქონე ადამიანები
და მათი ოჯახები ხშირად რჩებიან ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გარეშე.
განსაკუთრებით მწვავედ დგას ონკოლოგიური პაციენტებისა და მათი ოჯახების
ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საკითხი.
თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკა უკვე აჩვენებს, რომ ფსიქოონკოლოგიური
მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა
მნიშვნელოვნად აუმჯობესებს:ცხოვრების ხარისხს, მკურნალობის პროცესში
ჩართულობას, ფსიქოლოგიურ მდგრადობას, ოჯახურ მხარდაჭერას, სოციალური
კეთილდღეობის მაჩვენებლებს.
სწორედ ამ გამოცდილების, რეგიონული პრაქტიკისა და რეალური საჭიროებების
საფუძველზე, ამსკ გამოდის ახალი ინიციატივით, რომ დაარსდეს „ინტეგრაციული
ფსიქოონკოლოგიის, ლოგოთერაპიის და რეაბილიტაციის ცენტრი“, როგორც
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, რეაბილიტაციის,
ადამიანური მხარდაჭერი და სოციალური მდგრადობის, ინტეგრაციული
პლატფორმა.
ღონისძიების მონაწილეებმა გამოთქვეს მზაობა დასმული საკითხების
განხორციელებაში
აქტიურად ჩართვის თაობაზე.
შეადგინა მერი გვაძაბიამ
.jpg)
