ასოციაცია „მშვიდობიანმა და საქმიანმა კავკასიამ (ამსკ), მ/წლის 23 აგვისტოს, გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გამართულ ქართული ჩაის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო და წარადგინა აფხაზი მეწარმეების მიერ წარმოებული შავი ელიტური ჩაი..
ამსკ-ს საგამოფენო პანელს მრავალი ქართველი და უცხოელი ვიზიტიორი ესტუმრა. აფხაზი მეწარმეების მიერ დამზადებულმა ელიტურმა შავმა ჩაიმ, დარგის სპეციალისტთა და ვიზიტიორთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
რადგანაც ამსკ-ს საქმიანობის პრიორიტეტებს შორის, სამედიცინო დახმარებების შემდეგ არის ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური პარტნიორული, ერთობლივი მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, ნათლად იკვერთება მეჩაიეობაში და სხვა პროდუქციის (აფხაზური აჯიკა, ფაცხა და სხვ.) წარმოებაში პარტნიორობის რეალური პოტენციალი.
ჩატარებულ ფესტივალზე აფხაზ მეწარმეებს მიეცათ საშუალება ეკოლოგიურად სუფთა ქართილი ჩაის პროდუქციასთან ერთად კვებისა და სამეწარმეო კუთხის დათვალიერებისა და სარეალიზაციო ბაზრების შესწავლისა.
ფესტივალმა და იქაურმა გარემომ აფხაზ მეწარმეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი მადლიერები და თანამშრომლობით დაინტერესებულები არიან.
ქართულ - აფხაზური თანამშრომლობის თემა, ყველა მნახველს აინტერესებდა და მოსწონდა.თვით აფხაზი მეწარმეების მონაწილეობა სხვა დატვირთვას ანიჭებდა ამსკ-ს პანელს. ფესტივალის მუშაობას სოციალური ქსელით თვალს ადევნებდნენ ამსკ-ს ბენეფიციარები აფხაზეთიდანაც .
ამსკ-ს კუთხეს სტუმრობლნენ და აფხაზური ჩაი დააგემოვნეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ დასხვა თანამდებობის პირებმა. ბატონმა გიორგიმ წარმატებები უსურვა აფხაზ ჩაის მწარმოებლებს და მომავალ წელსაც ფესტივალზე მოიწვია.
ფესტივალზე საკონცერტო პროგრამით წარსდგა ხალხური ცეკვების სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „გურია, “ რომელმაც კიდევ უფრო გაალამაზა და გაახალისა ჩაის ფესტივალი.

