ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" (ამსკ)

ნდობისა და მშვიდობის   მშენებლობა; კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების ხელშემწყობი საზოგადოებრივი,ეკონომიკური და ეკოლოგიური აქტივობების ჩატარება;  სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენციების, ფესტივალების, ფორუმების, სხვადასხვა შეხვედრების, სემინარებისა და დისკუსიების მოწყობა .  
logoeb400.png
ხუთშაბათი, 28 მაისი 2015 11:43

მიმართვა ბაღისკიდელებს

დიდად პატივცემულო ქუთაისელო - ბაღისკიდელებო, ძვირფასო სტუმრებო, მაქვს პატივი საზოგადოება „ზუგდიდელის“ სახელით მოგესალმოთ და კეთილი გულით მოგილოცოთ სამი მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღი ბულვარის 190, ისტორიული „ბაღისკიდეს“ 100 და საზოგადოება, „ბაღის კიდეს“ დაფუძნებას 10 წელი. გიყურებთ და მიხარია, რომ თქვენში ვხედავ ცნობად სახეებს, ღვაწლმოსილ ადამიანებს, ქუთაისელ კოლორიტ პიროვნებებს, რომლებსაც ღირსეულად, უანგაროდ გაგიკეთებიათ სასიკეთო საქმეები ერისა და მამულისათვის. ამისთვის დიდი მადლობა თქვენ.

აგრეთვე მინდა ყველას მოგილოცოთ ხვალინდელი დღე-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-26 მაისი.

მეგობრებო, ვისთვისაც ჩვენი ისტორია უცხო არ არის, მათთვის თვალნათლივად გასაგებია, რომ ქუთაისი დიდი ისტორიული წარსულის, უძველესი კოლხური კულტურისა და ჩვენი ერისთვის დამახასიათებელი ტრადიციების მატარებელი ქალაქია. ქუთაისი საქართველოს ცხოვრებაში მუდამ ღირსეულად ასრულებდა და ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას. მოვიყვან მარტო ორ მაგალითს: სწორედ ქუთაისში ეკურთხა „აფხაზთა მეფედ“ 978 წელს ერთიან საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. 1089 წელს მეფედ ეკურთხა დიდი დავით აღმაშენებელი, რომელმაც ქუთაისთან ახლოს ააგო გელათის ტაძარი და დაარსა უმაღლესი სასწავლებელი-გელათის აკადემია. ამ სიბრძნისა და სიწმინდის მსგავს კერაზე მაშინდელ ევროპას სიზმარშიც არ ჰქონდა წარმოდგენა.

ქუთაისის ისტორიაში „ბაღის კიდესაც“ ეჭირა და დღესაც უჭირავს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. „ბაღის კიდეში“ იკრიბებოდა ქუთაისელთა კოჰორტა, რომელთა საუბრის თუ მსჯელობის თემა მუდმივად ბრუნავდა ერის, მამულისა და ქრისტიანულ მართლმადიდებულური რწმენის ინტერესების გარშემო. ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ „ბაღის კიდე“ იყო და არის პატრიოტიზმის, კაცობისა და ადამიანობის განსახიერების კერა.

მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებასაც: ქუთაისსა და ზუგდიდს ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. შევჩერდებით მხოლოდ ერთ მომენტზე.

ბევრმა ზუგდიდელმა ქუთაისში მიიღო სხვადასხვა სპეციალობით უმაღლესი განათლება, რომლებიც შემდგომში გახდნენ ცნობილი პარტიული, სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი. რაც საბედნიეროდ დღესაც გრძელდება. ამის მაგალითია საზოგადოება „ბაღის კიდესა“ და საზოგადოება „ზუგდიდელის“ საქმიანი, მეგობრული ურთიერთობის ხიდი, დოქტორი, პროფესორი ბატ. თამაზ ცანავა.

სპორტში-რაგბიში-ქუთაისის „აიას“ სპორტულ ღირსებას საკავშირო თუ საერთაშორისო ტურნირებში წარმატებულად იცავდა ზუგდიდელი საშა (ალექსანდრე) ნაჭყებია.

ფეხბურთში ქუთაისის „ტორპედოში“ დაფრთიანდა მეკარე ოთარ გაბელია, რომელიც შემდგომში ღირსეულად იცავდა თბილისის „დინამოს“ კარს საერთაშორისო და საკავშირო ჩემპიონატებზე და მრავალჯერ გახდა ნომერ პირველი მეკარე.

მეტად მნიშვნელოვანია აგრეთვე, ისიც, რომ საზოგადოება „ბაღის კიდესა“ და საზოგადოება „ზუგდიდელს“ შორის 2010 წლის 16 ივლისს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვით ჩატარდა არაერთი საქმიანი შეხვედრა-ღონისძიება, როგორც ქუთაისში, ასევე ზუგდიდში.

აქ მინდა გამოვყო მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საჯარო მედიცინის რეგიონალურმა ცენტრმა ბატ. მერაბ კვიცარიძის ხელმძღვანელობით მედიცინის ექვსი მიმართულებით ჩაუტარა ზუგდიდის რაიონის სოფ. ანაკლიას მოსახლეობის 2014 წლის 14 დეკემბერს უფასო სამედიცინო გამოკვლევა, რისთვისაც არამარტო საზოგადოება „ზუგდიდელი“, არამედ მთელი ზუგდიდიც გიხდით დიდ მადლობას.

მეგობრებო, ვსარგებლობ დღევანდელი შეხვედრით და მინდა გამოვთქვა ასეთი მოსაზრებაც: წესდების მიხედვით, ორივე საზოგადოების ამოცანები და მიზნები ბევრ საკითხებში თანხვედრია, რაც გვაძლევს საშუალებას ვიმოქმედოთ პრაგმატიკულად და მიზანმიმართულად, საზოგადოების წევრთა აქტიური ჩართულობით წინ აღუდგეთ ერის სულიერ გახლეჩვას და სხვა ჯანსაღ საზოგადოებრივ ძალებთან მყარი თანამშრომლობით, ერისა და ბერის სულიერად და იდეურად გაერთიანება-გამთლიანებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილიც.

ასევე, ჩვენს ორივე საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა თქვას თავისი მართებული სიტყვა აფხაზ ძმებსა და დებს და ჩვენს შორის ძმობის, მეგობრობის, ძუძუმტეობის „ჩატეხილი ხიდის“ აღსადგენად, პირველ რიგში კი შერიგების პროცესების დაწყებისათვის. დროა ყინული დავძრათ ადგილიდან.

ამას მე შემთხვევით არ ვლაპარაკობ. ამას მე მალაპარაკებს ჩვენი წარსულის, მძიმე ისტორიული მომენტები, რომლის მიხედვითაც საქართველოს სხვადასხვა მხარეებს შორის ზოგიერთ შემთხვევაში არსებული ურთულესი ურთიერთდამოკიდებულებისა, ყოველთვის უპოვიათ საერთო ენა ჭირში და ლხინში ერთად დგომისათვის საჭირო საყრდენი წერტილის გამოსანახავად.

ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით საუკეთესო სურვილებით, იყავით მუდამ წარმატებული საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და რაც მთავარია ღმერთმა ნუ მოგიშალოთ ქუთაისური იერი, იმერული სიპეწე, სტუმარ-მასპინძლობის ეშხი და რაც მთავარია თქვენებური ხუმრობანი და ოხუნჯობანი.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

 

საზოგადოება „ზუგდიდელის“

თავმჯდომარის პირველი მოადგილე

ბატ. მურმან ნაჭყებია

2015  წლის  25 მაისი

ქ. ქუთაისი.

ძვირფასო   მეგობრებო,

თუ ასე გაგრძელდება , ქართული ჩაის  არაფერი ეშველება. იხილეთ ეს ეტიკეტი (ქართველი "პატრიოტი"  იმპორტიორების მიერ გაკეთებული), თუ  რა მარშრუტს გადის შრილანკიდან საქართველოში  იმპორტირებული ჩაი. ნახეთ,  ვის   და სადაურ  მეჩაიეებს  ვაფინანსებთ გაჭირვებული ქართველი მომხმარებლები. ვაი, ჩვენი ცოდვა!

დიდი გულისწყრომით,

ალუ გამახარია

***

ცეილონის  ბაიხის  შავი  ჩაი ერთჯერად პაკეტებში, შენახვის ვადა -2 წელი, წარმოების თარიღი და ვარგისიანობის   ვადის  გასვლის  თარიღი მითითებულია  შეფუთვაზე.

სპეციალურად გრინფილდ ტი ლტლ-სათვის, ლონდონი. შპს  "ორიმი  ტრეიდ" რუსეთი 194044. სანკტ-პეტერბურგი, ტობოლსკის ქუჩა 3. ტელ/ფაქსი:(812)346 8240. კონტროლით. წარმოებულია შპს "ნეპ" რუსეთი. 188682. ლენინგრადის ოლქი ვსევოლჟსკის რაიონი, სვერდლოვის სახ. დას., მ/რ 1.15/4

იმპორტიორი: შპს "ლიდერ დისტრიბუშენი" მის: ქ. თბილისი,  შანდორ  პეტეფის ქ#14

ე.ი. გამოდის, რომ   შრილანკიდან ჩაი წავიდა ლონდონში, იქ მაღალი ტექნოლოგიური  ოპერაცია გაიარა, მერე რუსეთის  კომპანია -ორამი ტრეიდმა  იყიდა ლონდონში და ჩამოიტანა ლენინგრადში, იქ ამ ოლქის ერთ-ერთ სოფელში დააფასოვა და  გახარებულმა შპს "ლიდერ  დისტრიბუმენმა" ლენინგრადის სოფელში დაფასოებული ჩაი  იყიდა და ჩამოიტანა თბილისში...?!

P.S. თუ არ გვინდა  ქართული ჩაის  მთლიანად ამოძირკვა  გადავწყვიტოთ, მოდით , ქე მაინც,  პირდაპირ  შრილანკიდან  ვიყიდოთ კარგი ჩაი და აქ, საქართველოში დავაფასოვოთ. იქნებ დამატებით 2-3 კაცი მაინც დავასაქმოთ! შეგახსენებთ, რომ უმუშევრობის მაჩვენებლით საქართველო კავკასიაში  I ადგილზეა, საქართველოში კი ყოველი მეორე შრომისუნარიანი ადამიანი  თავს უმუშევრად თვლის.  ჩვენი ქალები,მ.შ. ისინი, ვინც  ადრე ჩაის კრეფდნენ,  ახლა   თურქებს, ბერძნებს, ამერიკელებს და სხვებს უვლიან ! 

ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია" და აფხაზეთის სსიპ "ბიზნესინკუბატორი"  იწვევენ ინფორმაციებისა და   გამოცდილების გაზიარების, თანამშრომლობის, ასევე  პარტნიორული ან/და  კოალიციური  საპროექტო განაცხადების  მომზადების  მსურველ ისეთ ახალშექმნილ , დამწყებ  არასამთავრობო ორგანიზაციებს, სათემო ცენტრებს, რომელთა მისიაა:

-აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების  მშვიდობაინი ტრანსფორმაცია;

-უმუშევრობისა და სიღარიბის  შემცირების ხელშეწყობა.

 

ჩვენი ოფისი  მდებარეობს ქ.ქუთაისში, გუგუნავას ქ. #1

მსურველების შეკრებას ვგეგმავთ  ურთიერთშეთანხმებით, 1 კვირის ვადაში.

ველოდებით თქვენს გამოხმაურებას.

პატივისცემით,

ალუ გამახარია

 

საკონტაქტო ტელეფონები:

(0431)  26 56 01; 598255279, მერი ; ელფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;

ვებ.გვერდი: www.apbc.ge

ორშაბათი, 18 მაისი 2015 12:56

პილოტური მასტერ-კლასი

2015 წლის 5 მაისს (10:00 საათიდან 20:00 საათამდე ) ქუთაისში ( გუგუნავას ქ#1 ), სსიპ "ბიზნეს ინკუბატორი"-ს საკონფერენციო დარბაზში, უკრაინაში ერთ-ერთი წარმატებული  ბიზნესასოციაციის შემქმნელმა და ხელმძღვანელმა   ბ-ნმა იგორ სტეპანოვმა  ქუთაისელ ბიზნესმენთა 14 კაციან   ჯგუფს ჩაუტარა პილოტური მასტერ-კლასი, საქმიანი თამაშებით.

ბ-ნმა იგორ სტეპანოვმა გააკეთა  თავისი პროექტის პრეზენტაცია. ღონისძიებას 9 საათი დასჭირდა. მონაწილენი კმაყოფილები დარჩნენ. მის მიერ ჩატარებული მასტერ-კლასი და თამაშები ნოვაციურია და ძალიან უწყობს ხელს  ბიზნესკომპანიების   წარმატებულ, მდგრადი საქმიანობის ფაზაში გადაყვანას.

ბ-ნი იგორ სტეპანოვი მიესალმება თანამშრომლობას დაინტერესებულ საქმიან წრეებთან.

 

In May 5, 2015 (from 10:00 till 20:00) pilot master class was conducted for the group of 14 local businessmen by the successful Ukrainian Businessman Mr. Igor Stepanov. The masterclass with business exercises took place at the conference hall of the legal entity`Business Incubator` in Kutaisi (1 Gugunava street) . 

Mr. Igor Stepanov presented his project. The event lasted 9 hours. The participants were satisfied. The master class and the business exercises are innovative and support business companies to continue their work with success and stability. 

Mr. Igor Stepanov is ready to cooperate with interested business networks. 

 

©2026 Association “Peaceful and Business Caucasus”

Search